“სერჟის წინააღმდეგი ხარ, დაასიგნალე!” – ხალხმრავალი მარში ერევნის ქუჩებში გრძელდება

ნიკოლ ფაშინიანმა 18 აპრილს განაცხადა, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა სერჟ თანკიანთან, რომელიც მხარს უჭერს ამ დემონსტრაციებსა და აქციებს. ამჟამად აქცია ერევნის ქუჩებში გრძელდება, დემონსტრანტებმა დაბლოკეს სამთავრებო შენობები.

გუშინდელი განცხადებების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ინფორმაცია, რომ დღევანდელი მთავრობის პირველი სხდომა, რომელსაც მართავს ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი, 12:00-ის მაგივრად, 17:00 საათზე ჩატარდება.

8:25 – მეშვიდე დღეა დაუმორჩილებლობის მშვიდობიანი აქციები გრძელდება ერევნის ცენტრში.

8:31 – დემონსტრანტებმა მიაღწიეს მთავრობას შენობას, სადაც პოლიციის გაძლიერებული დაცვაა განთავსებული.

8:52 –  წითელბერეტიანმა პოლიციელებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

9:11 – დაძაბული ვითარება მესამე სამთავრობო შენობაში გრძელდება.

9: 56– ერთ-ერთი დემონსტრანტმა გოგომ აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად ცხვირი დაზიანდა და სისხლდენი თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, სასწრაფო დახმარების გამოძახება საჭირო გახდა.

10:25 – დემონსტრანტებმა მოულოდნელად შეცვალეს მსვლელობა, გაათავისუფლეს მთავრობის მესამე კორპუსი და დაიწყეს მსვლელობა სხვა მიმართულებით.

10:43– ნიკო ფაშინიანმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებმა A4 ქაღალდზე დაწერონ “სერჟის წინააღმდეგი ხარ, დაასიგნალე” და დადგნენ ტროტუარებზე, რომ ამით კანონი არ დაარღვიონ.

10:55– განაცხადეს, რომ საპროტესტო აქცია 19:00 საათზე გაიმართება.

11:05– დაძაბული სიტუაციაა “ფეთაკ” სავაჭრო ცენტრთან.

11:21 – ნიკოლ ფაშინიანის ახალი იუმორისტული ლოზუნგი: “იყიდე სუჯუხი, უარყვი სერჟი”, – მან ეს თქვა სავაჭრო ცენტრთან, როცა პოლიცელები მას არ უშვებენ ცენტრში.

11:52 – დემონსტრანტები “ერევან მოლთან” მივიდნენ. პოლიციელებმა ასევე გადაკეტეს შესასვლელი.

Leave a Reply