ახალქალაქის სოფელ ხანდოს Smart School საგანმანათლებლო ცენტრი

Smart School

ახალქალაქის რაიონის სოფელ ხანდოში საგანმანათლებლო ცენტრი Smart School წელიწადია ფუნქციონირებს, რომელიც   სოფლის ახალგაზრდების ინიციატივით დაფუძნდა.ცენტრში 30-ზე მეტი ბავვშვი დადის, სადაც  ისინი  ეთნიკურ ცეკებსა და რუსულ ენას სწავლობენ. სოფელის ეს ცენტრი კუთხეა, სადაც უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო და დასვენების ეფექტურობა. 

მაგა ჰაკოფიანი საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის იდეის ავტორია, რომელიც სოფელ ხანდოს 12 ახალგაზრდასთან ერთად “ახალგაზრდა ლიდერთა საერთაშორისო ალიანსის” წევრია. ისინი სოფელში ყოველკვირეულად სხვადასხვა პროექტებს აკეთებენ.

Smart school სოფლის კულტურის სახლში მდებარეობს. სწავლის საფასურს ბავშვების მშობლები იხდიან და ამ თანხით ახალგაზრდა ლიდერები ცენტრის ფუქციონირებას უზრუნველყოფენ.

19 წლის მანველ საჰარიანი Smart School-ის ხალხურ ცეკვების მასწავლებელია, არევიკ აბაჯიანი რუსულს ასწავლის. ლიდერ ახალგაზრდებს კიდევ ბევრი ახალი იდეა აქვთ, ისინი მოსწავლებისთვის ირჩევენ იმ საგნებს, რომლებიც მოთხოვნადია სოფელში. სოფლის მცხოვრებლების სურვილის შემთხვევაში მზად არიან ნებისმიერი იდეა განახორციელონ.

Leave a Reply