“არმიის საერთაშორისო თამაშები-2018” – შეჯიბრებებში სომეხი ჯარისკაცებიც მიიღებენ მონაწილეობას

17 ივლისიდან 12 აგვისტომდე რუსეთში, “არმიის საერთაშორისო თამაშები-2018” გაიმართება. შეჯიბრებები ტარდება ბელარუსის ტერიტორიაზეც,  რომელშიც მონაწილეობას სომხეთის სამხედრო მოსამსახურეების კოლექტიური გუნდები მიიღებენ. ისინი 17 ივლისს მოსკოვში გაემგზავრებიან. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მოსკოვიდან, სომეხი ჯარისკაცები, შეჯიბრში მონაწილეობისთვის კოსტრომა, ნოვოსიბირსკი, პენზა, სანკ პეტერბურგი, ნოგინსკსა და ბრესტში მიემგზავრებიან.

ამავე ღონისძიებების ფარგლებში, 27 ივლისიდან 4 აგვისტომდე სომხეთს, ბელარუსის, ირანის, საბერძნეთის, ყაზახეთის, რუსეთისა და უზბეკეთის თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები სპეციალურად შეჯიბრებებში მონაწილობის მიზნით ესტუმრებიან.

Leave a Reply