აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს მოუწოდა ეუთოს მინსკის ჯგუფის მანდატს გაეცნოს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელმარ მამედიაროვმა სომხეთის პორემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს მოუწოდა, რომ ეს უკანასკნელი ეუთოს მინსკის ჯგუფის მანდატს გაეცნოს. ამის შესახებ”ინტერფაქს-აზერბაიჯანი” წერს.

აზერბაიჯანის მთავრობას არ მოეწონა ფაშინიანის განცხადებები, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში თავად ყარაბაღიც უნდა ჩაერთოს.

“უპირველეს ყოვლისა არსებობს საბუთები და ეუთოს მინსკის ჯგუფის მანდატის გაცნობაა საჭირო. მანდატით განსაზღვრულია, რომ კონფლიქტის მოგვარების მონაწილე მხარეებია სომხეთი და აზერბაიჯანი, და მოლაპარაკებები ერევანსა და ბაქოს შორის გაიმართება”, – განაცხადა ელმარ მამედიაროვმა.

აღსანიშნავია, რომ 24 ოქტომბერს,  ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში თავად მთიანი ყარაბაღიც უნდა ჩაერთოს, როგორც მხარე.