ბაბლოიანს არ სურდა ფაშინინი პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო

armtimes-ის ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ გააგრძელებს თანამშრომლობას სომხეთის ეროვნული კრების პრეზიდენტი არა ბაბლოიანი ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრთან, მან უპასუხა, რომ მათ შორის “ყველაფერი ზუსტად რეგულირებულია.”

“ჩვენი ადამიანური ურთიერთობები არასდროს ყოფილა მწვავე ისევე, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, ჩვენ შორისაც ყველაფერი ზუსტად რეგულირებულია. მე, როგორც ეროვნული კრების პრეზიდენტი, საკითხების რეგულირებისას თანაბრად ვითვალისწინებ ყველა პარტიას და დეპუტატს. როგორც სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრი პოლიტიკური პოზიცია გამაჩნია, რომელიც ემთხვევა რესპუბლიკურ პარტიის პოზიციას” , – განაცხადა არა ბაბლოიანმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლ ფაშინინი ხშირად აკრიტიკებდა არა ბაბლოიანს და აცხადებდა, რომ სხდომებს რესპუბლიკური პარტიის გავლენით მართავს, ხოლო ბაბლოიანს არ სურდა, რომ   ფაშინინი პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო.

 

Leave a Reply