ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში სომხურ-ქართული კლასი გაიხსნა

ზღვსპირა ქალაქ ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლაში სომხურ-ქართული კლასი გაიხსნა. პირველი კლასის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ ქართული ენის პარალელურად სომხური ენაც შეისწავლონ. პროგრამა წელს დამტკიცდა და საქართველოს ეპარქიის ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და აჭარის განათლების სამინისტროების და სკოლების დეპარტამენტების დახმარებით ხორციელდება.

“ეს არის ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგან ჩვენი სტუდენტები 12 წლის განმავლობაში სომხურ ენასა და ლიტერატურას შეისწავლიან. სკოლაც მზად არის პროგრამის მხარდაჭერისთვის”, – ალიქ მედიასთან საუბრში განაცხადა საქართველოში სომეხთა ეპარქიის აჭარის, გურიისა და იმერეთის პასტორმა, მამა არარატ გუმბალიანმა .

ეპარქიამ მოსწავლეები ასევე ტრანსპორტით უზრუნველყო, რომლითაც ბავშვები ყოველდღე ისარგებლებენ. ასევე დაგეგმილია მშობლებთან შეხვედრა და სკოლაში ტრენინგების ჩაატარება.