ერევნის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

10 ოქტომბერს, ერევნის მერიაში, ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა დაიწყო. არმენპრესის ინფორმაციით, სხდომის დღის წესრიგში შედის ხუთი საკითხი: დროებითი დათვლის კომიტეტის ჩამოყალიბება, ერევნის მერის ინაუგურაციის ორგანიზაციული საკითხები, კომისიების ფორმირება, თავმჯდომარეების და მათი მოადგილეების წარდგენა და საბჭოს შემდეგი სხდომის თარიღი განსაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს ერევნის საკრებულოს ვადამდელი არჩევნები გაიმართა, რომელმაც “ჩემი ნაბიჯი” ალიანსის კანდიდატი ჰაიკ მარუთიანი მერად აირჩია. ახალადარჩეულ საკრებულოში ალიანსმა 57 მანდატი მიიღო.