ერევნის პოლიციის შენობის დაკავების წლისთავი

ზუსტად ერთი წლის წინ ამ დღეს, ჯგუფ „სასნა წრერის“ 31 წევრმა ერევანში პოლიციის შენობა დაიკავა.

იმავე დღეს, სროლების შედეგად გარდაიცვალა პოლიციის პოლკოვნიკი არტურ ვანოიანი, მოგვიანებით იური ტეფანოსიანი და გაგიკ მკრტჩიანი. მთელი რიგი პოლიციელები, მათ შორის ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი და სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდან ეღიაზარიანი, მძევლად აიყვანეს.

ამ დღიდან ერევანში სპონტანური შეკრებები ,როგორც პოლიციის შენობასთან მიმავალ გზაზე (ხორენაცის ქუჩაზე), ასევე „სარი თაღის“უბანში დაიწყო. ორივე ადგილას შეტაკებებს ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც იყვნენ დაშავებულები. არაერთი ადამიანი დააკავეს და დააპატიმრეს.

მთავრობასთან მოლაპარაკებების შედეგად გათავისუფლებულ იქნა რამოდენიმე პოლიციელი, ბოლო ორი მძევალი – ვალერი ოსიპიანი და ვარდან ეღიაზარიანი 23 ივლისს გაათავისუფლეს.

26 ივლისის გამთენიისას არტურ სარგსიანმა „პურის მომტანმა“, საკვებით დატვირთული მანქანით გაჭრა პოლიციის ჯაჭვი და საჭმელი მიუტანა ჯგუფ „სასნა წრერის“ წევრებს.

31 ივლისს ჯგუფმა „სასნა წრერ“ გადაწყვეტილება მიიღო დაეყარა იარაღი და ჩაბარებოდა პოლიციას.

ამ პერიოდში სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვადასხვა განცხადებებს აკეთებდა, ერთ შემთხვევაში მათ „ტერორისტებს“ უწოდებდა, ხოლო მეორე შემთხვევაში „შეიარაღებული ჯგუფის წევრებს“.

ჩაბარების შემდეგ ისინი დააკავეს, ხოლო შემდეგ ჯგუფ „სასნა წრერის“ 32 წევრი დააპატიმრეს. საქმესთან დაკავშირებული წინასწარი გამოძიება დასრულებულია. ივნისის თვიდან სასამართლო პროცესები დაიწყო.

პოლიციის შენობის დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ ერევანში ჯგუფ „სასნა წრერის“ მხარდამჭერების მსვლელობა გაიმართა. პოლიციამ კი,

პოლიციის შენობის დაკავების წლისთავი დიდი ღონისძიებით აღნიშნა და გარდაცვლილი პოლიციელების უკვდავსაყოფად სამახსოვრო დაფა გახსნა.

ჯგუფ „სასნა წრერის“ წევრები არიან ყარაბაღის ომში მონაწილე პაველ მანუკიანი, არაიკ ხანდოიანი, ძმები არეგ და სერგეი კიურეღიანიები, ვარუჟან ავეტისიანი, ვარდან გერავეტიანი, მარტიროს ჰაკობიანი, გაგიკ ეღიაზარიანი, არამ ჰაკობიანი, არმენ ბილიანი, სმბატ ბარსეღიანი, არმენ ლამბარიანი და სხვები.

„სასნა წრერის“ მიზანს წარმოადგენს სომხეთის რესპუბლიკაში მმართველი ძალის შეცვლა, ქვეყანაში სოციალური სამართლიანობისა და სომხეთის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება, არცახის რესპუბლიკის (მთიანი ყარაბაღი) უსაფრთხოების შენარჩუნება და აზერბაიჯანისადმი მიწების არდაბრუნება.

Leave a Reply