“lydian armenia”-ს თანამშრომლებმა მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს

კომპანია “lydian armenia”-ს თანამშრომლებმა სომხეთის  მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა მოითხოვეს. აღნიშნული კომპანია ამულსარის ოქროს საბადოს მოპოვებით არის დაკავებული, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. კომპანიის თანამშრომლები საქმის მოგვარებას ითხოვენ.

კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ბიომრავალფეროვნების სპეციალისტია განაცხდა, რომ საბადოს  ექსპლუატაცია ადგილობრივ ლანდშაფტს საფრთხეს არ უქმნის.

მოსახლეობამ უკვე ორი წერილი გაუგზავნა პრემიერ-მინისტრს და ახლა ელოდება პასუხს. მათი თქმით, ისინი არ დატოვებენ მთავრობის შენობას, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

Leave a Reply