მინსკში სომხური კულტურის დღე გაიმართა

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში თავისუფლების მოედანზე 25 აგვისტოს სომხური კულტურის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ქალაქ მინისკის მოქმედი კომიტეტი, ბელარუსის სომხური თემი და სომხეთის საელჩოს წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე  მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა მინისკის მოქმედი კომიტეტის პრეზიდენტმა ანდრეი შორეცმა.

სტუმრები გაეცნენ სომხურ, მრავალხმიან და მდიდარ კულტურას, სიმღერებს, ცეკვებს, ხელოვნებას და ეროვნულ სამზარეულოს, ასევე სომხური დამწერლობის ისტორიას.

Leave a Reply