ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი 2019 წლისთვის  ინდუსტრიული ქვეყანა გახდება

26 ნოემბერს სოფელ თალინში „ჩემი ნაბიჯი“ ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიის დროს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალებიების შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ  მთავრობა ყველა პირობას შექმნის იმისთვის, რომ  2019 წლისთვის სომხეთი ინდუსტრიული ქვეყანა გახდეს.

„ჩვენს ქვეყანაში ახალი ქარხნები უნდა გაიხსნას, სადაც 1000, 2000, 3000 ადამიანი დასაქმდება და დღესდღეობით  რამდენიმე  ასეთი პროექტი უკვე განხილვის სტადიაშია . დეკემბერში, დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში,  პირველი ქარხანა გაიხსნება რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკას აწარმოებს, მაგალითად სომხური ბრენდის ტელევიზორი“ , – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ  ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა 2019 წლისთვის სომხეთის ეკონომიკა საგრძნობლად განვითარდება, რადგან ინდუსტრიალიზაციისთვის სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმევა. მანვე დაამატა, რომ უახლოეს მომავალში ქალაქ სევანში შაქრის მწარმოებელი ქარხანა გაიხსნება.