ფაშინიანი სომხეთის ყველა გუბერნატორს გაათავისუფლებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყანაში ყველა გუბერნატორის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რესპუბლიკის ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

ამასთან ერთად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ დამნაშავე პოლიტიკოსების გამოაშკარავების შემთხვევაში, საქმეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური გამოიძიებს.

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის ახალი მთავრობის პრიორიტეტი ვადამდელი არჩევნების ჩატარება იქნება. თუმცა, ამავდროულად ხელისუფლება ქვეყნის განვითარებისთვის გრძელვადიან პროგრამებს მაინც შეიმუშავებს.

სომხეთის პრემიერმა უკვე გაათავისუფლა პოლიციისა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები.

Leave a Reply