სომხეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი არცახის პრეზიდენტს შეხვდა

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით არცახში იმყოფება. იგი 9 მაისს არცახის პრეზიდენტ ბაკო საჰაკიანს შეხვდა და მასთან ერთად თავდაცვის არმიის შტაბში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის დროს განიხილეს სომხეთსა და არცახის სამხედრო თანამშრომლობის მომავალი გეგმები.

ფაშინინმა აღნიშნა, რომ შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული ყველა საკითხი სომხეთის მთავრობის ყურადღების ცენტრში იქნება. გენერალ- ლეიტენანტმა ლევონ მნაცაკანიანმა მათ ფრონტზე არსებული მდგომარეობა გააცნო.

Leave a Reply