“სამსახურის პოვნის ისტორია”: ჰასმიკ პეტროსიანი

წარმოგიდგენთ „ალიქ მედიის“ მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრებს სახელწოდებით „სამსახურის ძიების ჩემი წარმატებული/წარუმატებელი ამბავი“. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ ჰასმიკ პეტროსიანის მიერ წორმოდგენილ ესეს.

ვეძებოთ მზის სხივი, თუნდაც სიბნელეში…
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს რეალობაში საკმაოდ ცოტაა სპეციალისტები, რომლებიც თავიანთი პროფესიით მუშაობენ. ეს თავად ახალგაზრდებისა თუ სახელმწიფოს პრობლემაა, უკვე სხვა განხილვის თემაა. ახლა კი გაგიზიარებთ ისტორიას, რომელიც ამ ყველაფრის მჭევრმეტყველი მოწმეა.

2017 წელს ჩემმა გმირმა, ნაირა მოსოიანმა, კარწახის ჯივანის სახელობის საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა. თუმცა, დაგვიანებული რეგისტრაციისა და სხვა პრობლემების გამო, ნაირა 2017 წელს ვერ ჩაირიცხა უნივერსიტეტში. მომდევნო წელი მან მიუძღვნა მეცადინეობას და ახალი ცოდნის შეძენას. შედეგად 2018 წელს დაიწყო სწავლა თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე, სრული დაფინანსებით.

ნაირა ბევრი სირთულის წინაშე აღმოჩნდა: ენის არცოდნა, ახალი გარემო და ოჯახისგან მოშორებით ახალ ქალაქში მარტო ცხოვრება, მაგრამ სწავლითა და თავდაუზოგავი შრომით ცდილობდა უნივერსიტეტისა და საზოგადოების მიერ წარმოქმნილ ყველა სირთულის დაძლევას.

მე-4 კურსის წარმატებით მიღწევის შემდეგ ნაირა დაქორწინდა. თუმცა მისთვის სირთულეები გაორმაგდა. იძულებული იყო თავისი ყოველდღიური ცხოვრება გაეზიარებინა ქართველ კურსელებთან და მეგობრებთან ერთად სწავლასა, თავისი ჰობის, ბავშვის აღზრდასა და ოჯახურ საკითხებზე ზრუნვაში.

თუმცა ამ ყველაფერმა ხელი არ შეუშალა გოგონას უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრებაში და ბაკალავრის დიპლომის მიღებაში.

სოფელში იურისტის სამუშაოს შოვნა რთულია, ლიცენზიის მიღება და მაგისტრატურაზე ჩაბარება კი ახალშექმნილ ოჯახს პატარა ბავშვით გუჭირდებოდა. მაგრამ რა შეაჩერებს ადამიანს, რომლის შემოქმედებითი წარმოსახვა ყოველ წამს ვითარდება და მიზანდასახულობას არ აქვს საზღვარი? ასე შეიძლება დახასიათდეს ნაირა.

მიუხედავად სირთულეებისა, ნაირა კარწახში, ჯივანის სახელობის საჯარო სკოლაში ქართული ენის მაძიებელი მასწავლებლის სტატუსით იწყებს მუშაობას. მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების ქართული ენის საგნის გამოცდის მაღალი ქულებით ჩაბარებით, მასწავლებელთა ყველა კურსის წარმატებით გავლით, მას ენიჭება ქართული ენის უფროსი მასწავლებლის სტატუსი, რის საფუძველზეც ასწავლის მაღალი კლასების მოსწავლეებს.

რა თქმა უნდა, მასწავლებლობა არ იყო ნაირას ოცნების პროფესია, მაგრამ სადაც პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობაა, იქ წარმატებაც იქნება. ნაირა თავის პროფესიასთან კავშირების ძებნასა და თავისი საქმის სიყვარულით კეთებას ცდილობს. შრომისმოყვარე ადამიანია, მას ეს საქმეც უყვარს, ოცნებებით, მაგრამ იურიდიულ სკამზე და სასამართლოებში ყოფნით…

ნაირას შეიძლება ვუწოდოთ „ხელოვანი გოგონა“. აღსანიშნავია ისიც, რომ ნაირა თვითნასწავლი მხატვარია და არ წყვეტს სკოლის კედლების საინტერესო და ფერადი ნახატებით მორთვას.

და როცა ნაირას ვკითხე, თუ როგორ უნდა დაძლიო სირთულეები, როდესაც დარწმუნებული ხარ, რომ გამოსავალი არ არსებობს, მან მიპასუხა:

„შეეცადე გაავრცელო შენი ფერადი პალიტრა მთელ მსოფლიოში და ყოველთვის ეძებე მზის სხივი ნისლში და სიბნელეში. ნებისმიერ რთულ სიტუაციაში, როდესაც ყველაფერი უიმედოდ გეჩვენება, უნდა იპოვო ერთი ნათელი წერტილი და მიემართო მისკენ. ოჯახი და სიყვარული ხელს შეგვიწყობს და დაგვეხმარება, უბრალოდ გზა სწორად უნდა ავირჩიოთ “.

და სწორედ ეს გახდა ჩემი გმირის „სამუშაოს ძიების წარმატებული ისტორია“.

ავტორი: ჰასმიკ პეტროსიანი, 18 წლის

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხავეთი

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტი