ვალერი ოსიპიანი სომხეთის პოლიციის უფროსი გახდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 10 მაისის განკარგულებით, ერევნის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი სომხეთის პოლიციის უფროსად დანიშნა. მოგვიანებით, პრეზიდენტმა ბრძანებას ხელი მოაწერა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ოსიპიანის თანამდებობაზე დანიშვნა სიმბოლურია, რადგან რევოლუციის წინა პერიოდში ვალერი ოსიპიანი და ხალხი ფაშინიანის ხელმძღვანელობით ფიზიკურად საპირისპირო მხრეებში იყვნენ და ეს დანიშვნა სიმბოლური იქნება, რომ ყველა  გაერთიანდეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პოლიციის უფროსის ვლადიმირ გასპარიანისა და ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსის გიორგი კუტოიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტი 10 მაისს დასამტკიცებლად პრეზიდენტს გადაუგზავნა, რომელმაც განკარგულებებს ხელი მოაწერა.

ჟურნალისტებთან საბრის დროს, ოსიპიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმ შემთხვევებზე, თუ ასეთი იყო, როდესაც მან მომიტინგეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა.

Leave a Reply