სომეხმა ფიზიკოსებმა მესაზღვრეებისთვის უკაბელო მოძრაობის სენსორი შექმნეს

სომეხმა ფიზიკოსებმა მესაზღვრეებისთვის უკაბელო მოძრაობის სენსორი შექმნეს, რათა საზღვრის უფრო მდგრადი კონტროლი განახორციელონ. ახალი მოდელი თავდაცვის ტექნოლოგიების ArmHiTec 2018 გამოფენაზე წარადგინეს ერევანში.

“თითოეული სენსორი მუშაობს მცირე რადიუსზე, მაგრამ შესაძლებელია ერთდროული  მონიტორინგის ჩატარება ერთი ქსელის საშუალებით. სენსორი მზის ენერგიის პანელებით იკვებება, მზის სინათლის გარეშე კი 7 დღე ავტომატურად მუშაობს. სენსორები ინფრაწითელი რადიაციის მეშვეობით  ნებისმიერი საგანის მარკირებებას ახდენენ,” – განაცხადა გეოფიზიკისა და ელექტრონიკის ინსტიტუტის მკლევარმა გურგენ არაბაჯიანმა.

მოდელი ბოლო წლებში შეიქმნა და უკვე გამოცდილია ამ სფეროში. ახლა მზადდება რეგულარული წარმოებისთვის.

Leave a Reply