სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრა იგეგმება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეხვედრა იგეგმება. შეხვედრის დღის წესრიგი საკმაოდ ფართოა, – 12 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროში პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა ტიგრან ბალაიანმა განუცხადა.

ბალაიანის თქმით, ეს გარემოება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მაღალ დონეზე მიუთითებს.

“ჩვენ ვთანამშრომლობთ საფრანგეთთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ სფეროებში. ყველა ეს საკითხი დღის წესრიგში იქნება “, – აღნიშნა სპიკერმა.