სომხეთის პრეზიდენტი: სომხეთი შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი კვანძი ევროკავშირსა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებს შორის

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა 23 ოქტომბერს, ჟენევში სამუშაო შეხვედრები გამართა სინგაპურის “Vertex Venture Holdings” საწარმოო კომპანიის, შვეცარიის “Swiss Sustainable Finance”-ის, “Siemens”-ის წარმომადგენლებთან.

არმენ სარგსიანის კაბინეტის ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა სომხეთის საინვესტიციო გარემოს გაცნობას უცხოელი ბიზნესმენებისთვის. პრეზიდენტმა კომპანიის წარმომადგენლებს სომხეთში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები გააცნო. მხარეები შეთანხმდნენ სომხეთის მთავრობასთან თანამშრომლობის საკითხების განხილვაზე.

არმენ სარგსიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი, როგორც ევრზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყანა შეიძლება იყოს “ძალიან მნიშვნელოვანი კვანძი ევროკავშირსა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებს შორის” და დასძინა, რომ ამისთვის ყველა პირობა არსებობს.