სომხეთის პრეზიდენტმა მოლდოვის პრეზიდენტს მისალოცი წერილი გაუგზავნა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დოდონს დაბადების დღის მისალოცი წერილი გაუგზავნა.

არმენ სარგსიანმა იგორ დოდონს ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მოლდოველ ხალხს – მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება უსურვა.

ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.