სომხეთის შეიარაღებული ძალების სუ-25 ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

4 დეკემბერს დაახლოებით 10:20 საათზე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების სუ-25 თვითმფრინავთან კავშირი შეწყდა, რომელიც ყოველდღიურ საბრძოლო მზადყოფნის გეგმით ფრენას ახორციელებდა. თვითმფრინავი 10:06 საათზე გიუმრის აეროპორტიდან აფრინდა.

უფრო გვიან გაირკვა, რომ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა მარალიკის რაიონის მთებში, რის შედეგადაც ვიცე-პოლკოვნიკი არმენ ბაბაიანი და მაიორი მოვსეს მანუკიანი გარდაიცვალნენ.

სომხეთის საგამომძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველმა სონა ტრუზიანმა განაცხადა, რომ ინციდენტის თაობაზე გამოძიება დაიწყო. მისი თქმით, ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის არტაკ კრკიაშარიანის ხელმძღვანელობით საგამოძიებო ოპერატიული ჯგუფი იმყოფება და ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს.