სომხეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ელჩს უმასპინძლა

3 ოქტომბერს, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიორგი საგანელიძეს უმასპინძლა.

როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი იტყობინება, შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა სომხურ-ქართული ურთიერთობები, რეგიონალური უსაფრთხოების და კონფლიქტების მოგვარების საკითხები განიხილეს.