სომხეთი და რუსეთი სატვირთო გადაზიდვებზე გადასახადს აუქმებს

სომხეთის მთავრობამ ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე რუსეთთან მთავრობათაშორისი შეთანხმება საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ დაამტკიცა.

დოკუმენტის თანახმად, მგზავრებისა და ტვირთის გადაზიდვა ორმხრივად გათავისუფლდა გადასახადებისაგან. ეს ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საავტომობილო, სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების კომუნიკაციას. ასევე, ტრანზიტის პროცესს სომხეთისა და რუსეთის ტერიტორიების გავლით.

სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა ვაჰან მარტოროსიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი და რუსეთი ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის კომუნიკაციის განვითარებასა და ტრანზიტის მიზნით.

“მგზავრების რეგულარული და არარეგულარული ტრანსპორტირება ჩატარდება მეთვალყურის თანდასწრებით, რომელიც ორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოები ყოველწლიურად გაცვლიან,”- განაცხადა მარტვიროიანმა.

Leave a Reply