სომხეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი ალინა ნიკოღოსიანი ავრცელებს.

ამ დროისთვის, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 663 შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 33 ადამიანი.

პირველი ინფიცირებული სომხეთში 26 მარტს გარდაიცვალა. ეს კორონავირუსით გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა.