სომხეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა

სომხეთში, მთავრობის გადაწყვეტილებით სამხედრო მდგომარეობა და ნაწილობრივი მობილიზება გამოცხადდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

„ძვირფასო თანამემამულეებო!

ახლა მთავრობის გადაწყვეტილებით, სომხეთის რესპუბლიკაში სამხედრო მდგომარეობა და ზოგადი მობილიზაცია გამოცხადდა. გადაწყვეტილება ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.

ჯართან დაკავშირებულ პერსონალს თავიანთ რეგიონალურ სამხედრო კომისარიატებში გამოცხადებას მოვუწოდებ.

სამშობლოსთვის, გამარჯვებისთვის.“ – დაწერა ფაშინიანმა.

მანამდე, სამხედრო მდგომარეობა და სრული მობილიზება გამოცხადდა მთიან ყარაბაღში.