თბილისის სომხური თემის წარმომადგენლები შარლ აზნაურისთვის პატივის მისაგებად საფრანგეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ (ფოტო)

საქართველოში სომეხთა ეპარქიის თემთან მოქმედ საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრ “ჰაიარტუნის” ინიციატივით, 2 ოქტომბერს, სომხური თემის წარმომადგენლები საქართველოში სფრანგეთის საელჩოს ესტუმრნენ, რათა პატივი მიეგოთ ეროვნებით სომეხი, ცნობილი შანსონიეს, შარლ აზნავურის ხსოვნისთვის. მათ საელჩოსთან ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.

საფრანგეთის ელჩის მოადგილის თქმით, აზნავურის გარდაცვალებას სომეხ და ფრანგ ხალხთან ერთად, მთელი მსოფლიო განიცდის.

საქართველოში სომხეთის საელჩო აცხადებს, რომ 3 ოქტომბერს, საელჩოს შენობაში შარლ აზნავურის ხსოვნის წიგნი გაიხსნება.