უკრაინის სასამართლომ ბაქოს თხოვნით დაკავებული ჟურნალისტი გაათავისუფლა

უკრაინის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ფიკრატ ჰუსეინოვი, რომელიც მესაზღვრეებმა 14 ოქტომბერს კიევში, „ბორისპოლის“ აეროპორტში ოფიციალური ბაქოს თხოვნით დააკავეს.

უფლებადამცველმა ორგანიზაციაბმა ჟურნალისტის დაპატიმრება დაგმეს და კიევს მოუწოდებდნენ დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა ჟურნალისტი ისე, რომ არ გადაეცათ იგი ბაქოსთვის.

ჟურნალისტი უკრაინელმა სამართალდამცავებმა  საბუთების გაყალბების და აზერბაიჯანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ადამიანის უფლებათა დამცველები, ასევე აცხადებენ, რომ ჰუსეინოვს დევნიან მისი ჟურნალისტური საქმიანობისთვის და ალიევის ადმინისტრაციის კრიტიკის გამო.

ჟურნალისტმა აზერბაიჯანი 10 წლის წინ დატოვა, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე დაქმუქრა. იგი უცნობმა პირებმა გაიტაცეს და სცემეს. ჰუსეინოვის კოლეგების განცხადებით, მას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჰოლანდიის მოქალაქეობა მიენიჭა და იქ ცხოვრობს. იგი ასევე აზერბაიჯანულ ოპოზიციურ სააგენტო “თურანთან” თანამშრომლობს.

Leave a Reply