სატვირთოების გადაადგილება ვანაძორ-საქართველოს მაგისტრალზე შეზღუდულია

სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იტყობინება, რომ 22 ივნისის მდგომარეობით სომხეთში ყველა გზა თავისუფალია, გარდა ვანაძორ-ალავერდი-საქართველოს ავტომაგისტრალისა.

2018 წლის 12 ივნისს ვანაძორ-ალავერდი-საქართველო საავტომობილო მაგისტრალის მე-11-12 კილომეტრებზე გზა ჩამოიშალა. შედეგად ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

22-23 ივნისს, ზოგიერთ რეგიონში, ხოლო 24-26 ივნისს ჩრდილოეთ რეგიონებში საღამოს და ღამით წვიმაა მოსალოდნელი, ქარის სიჩქარე 15-20 მ/სთ იქნება, ზოგან კი სეტყვაა შესაძლებელი.

ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტებია:

1. M-4 (ერევანი-სევან-იჯევანი) -ჰ -26 (ვოსკეპარ-ნოემბერიანი) -საქართველოს სასაზღვრო მაგისტრალები.

2. M-3 (ერევანი- სპიტაკ-ვანაძორ) -M-8 (ვანაძორ-დილიჯანი).

Leave a Reply