Ներքին գործերի նախարարը Սամցխե-Ջավախեթիում (տեսանյութ)

Վրաստանի ներքին գործերի նախարար Գիորգի Գախարիան ոստիկանության ենթակառուցվածքների վերանորոգման ծրագրի շրջանակներում այցելել է Սամցխե-Ջավախեթիի տարածաշրջան, ստուգել ընթացիկ և ավարտված ծրագրերը, անձամբ հանդիպել տեղում աշխատող ոստիկանների հետ:

Գիորգի Գախարիան այցելել է մի քանի վարչություններ, ստուգել Ցխրածկղարոյի նոր բացված անցակետն ու զրուցել աշխատակիցների հետ: Նախարարը Բակուրիանիի ոստիկանության ենթակառուցվածքների վերանորոգման ծրագրի շրջանակներում ստուգել է ոստիկանության շենքի շինարարական աշխատանքները:

Գիորգի Գախարիան այցելել է նաև Բորժոմիի արտակարգ իրավիճակների կառավարման ծառայության ենթակառուցվածքներ, որտեղ տարվա վերջին կավարտվի հրդեհաշիջման միջոցների պահման վայրը։

Վրաստանի ներքին գործերի նախարարն այցելել է նաև Սամցխե-Ջավախեթիի տարածքային ոստիկանության ստորաբաժանումներ, այդ թվում` Ախալքալաքիի ոստիկանության վերանորոգված շենք, ժամանակավոր կալանավայր և հատուկ հանձնարարությունների բաժնի տեսչություն: Գիորգի Գախարիան ծանոթացել է համակարգի վերազինման շրջանակներում ընթացիկ և պլանավորված բարեփոխումներին:

გიორგი გახარიამ სამცხე-ჯავახეთში საპოლიციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა და ადგილზე მომუშავე პოლიციელებს პირადად შეხვდა.გიორგი გახარია თავდაპირველად სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს რეგიონალურ ბაზას ეწვია, ცხრაწყაროს ახლად გახსნილი საგუშაგო დაათვალიერა და თანამშრომლებს გაესაუბრა.დაცვითი ღონისძიებების მეტად ეფექტიანად განხორციელებისა და პირადი შემადგენლობის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, ცხრაწყაროს მონაკვეთზე ახალი, კეთილმოწყობილი, კაპიტალური ბაზა აშენდა, რომელიც ყაზარმას, სამორიგეოს, სასადილოს, ასევე, თოვლმავლებისა და კვადროციკლების ავტოფარეხს მოიცავს.ცხრაწყაროს საგუშაგოს შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაკურიანში საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში მშენებარე პოლიციის შენობა დაათვალიერა.ბაკურიანის პოლიციის ახალი შენობა და დროებითი მოთავსების იზოლატორი ზაფხულში გაიხსნება. მზარდი ტურისტული ნაკადის გათვალისწინებით, ახალ შენობაში ადგილობრივი განყოფილების თანამშრომლების გარდა, სეზონურად, საპატრულო პოლიციის სპეციალური დანაყოფებიც განთავსდებიან.გიორგი გახარიამ ბორჯომში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მშენებარე ინფრასტრუქტურაც მოინახულა, სადაც ახალი სახანძროს შენობის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება და 29 მანქანით, მთლიანად ბორჯომს მოემსახურება.შინაგან საქმეთა მინისტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოლიციის სამმართველოებსაც ესტუმრა, მათ შორის ახალქალაქის განახლებული პოლიცია, დროებითი მოთავსების იზოლატორი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ასპინძის ბაზაც დაათვალიერა. გიორგი გახარიამ თანამშრომლებს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები პირადად გააცნო.აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2018 წელს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, სწორედ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, 20-მდე მაღალი გამავლობის, რთულ რელიეფურ პირობებზე მორგებული ავტომობილი და 100 სამხრე კამერა გადაეცა.საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს შინაარსობრივი რეფორმები და პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლება. შეიცვალა სამსახურში მიღების წესი და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია გახდა სისტემაში მოხვედრის ერთადერთი გზა, რაც იმას ნიშნავს, რომ საპოლიციო საქმიანობას მხოლოდ სათანადო კვალიფიკაციის მქონე და მომზადებული კადრები განახორციელებენ. ამჟამად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 24 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსია გამოცხადებული.

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Thursday, March 14, 2019