ქოჩარიანის პრესკონფერენციას საპროტესტო აქცია მოჰყვა

14 აგვისტოს, ერევნის ერებუნი პლაზა ბიზნეს-ცენტრში, სომხეთის მეორე პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქცია ფეისბუქზე, სპეციალურად შექმნილ ჯგუფში დაანონსდა და მონაწილეები ქოჩარიანის ციხეში დაბრუნებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი პატიმრობიდან 13 აგვისტოს გაათავისუფლეს. ქოჩარიანი 27 ივლისს დააკავეს. სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება 2008 წლის პირველ მარტს აქციის დარბევის საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა.

Leave a Reply