25 იანვარს ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში გაემგზავრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 25 იანვარს მოსკოვში გაემგზავრება, სადაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კომისიის შტაბ-ბინაში ის სიტყვით გამოვა. ამის შესახებ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კომისიის პრესსამსახური იტყობინება.

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კომისიის პრესსამსახურის ინფორმაციის თანახმად, 25 იანვარს მოსკოვში ეკონომიკური კავშირის პრეზიდენტობა რუსეთიდან სომხეთს გადაეცემა და ნიკოლ ფაშინიანის სიტყვით გამოსვლა სწორედ ამასთან იქნება დაკავშირებული.