თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მთიანი ყრაბაღის კონფლიქტზე ისაუბრა

Ermenihaber-ის ინფორმაციის თანახმად ანტალიაში სტუდენტებთან შეხვედრის დროს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მთიანი ყრაბაღის კონფლიქტზე ისაუბრა.

სტუდენტებთან შეხვედრისას მინისტრმა თურქულ-ამერიკულ ურთიერთობების, ტერორიზის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, ასევე კავკასიაში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

” გარკვეული პრობლემების გადაწყვეტისთვის აუცილებელია ინიციატორების არსებობა. საკმარისი არ არის საკუთარი ინტერესების დაცვა. დღესდღეობით, როდესაც ყარაბაღის პრობლემა არ არის მოგვარებული, შეუძლებელია კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნება ასევე სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება. 2019 წელს ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ”, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.