ბისეკის საპარლამენტო ანსამბლეის თავმჯდომარეობას სომხეთი გადაიბარებს

სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის მოადგილე ედუარდ შარმაზანოვი 18-21 ივნისს, ალბანეთში იმყოფება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (ბისეკის) 51-ე პლენარულ სხდომაზე დასასწრებად.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობას ალბანეთიდან სომხეთი გადაიბარებს.

სომხეთის ეროვნული კრების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრები იგეგმება ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარე გრამოზ რუჩისთან, ასევე ბისეკის ფარგლებში რუსეთის, საბერძნეთის, მოლდოვის დელეგაციების ლიდერებთან.

ბისეკი სრულფასოვან ორგანიზაციად 1999 წელს ჩამოყალიბდა და შავი ზღვისპირა ექვსი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, რუსეთისა და თურქეთის გარდა აერთიანებს კიდევ 6 ქვეყანას – ალბანეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, საბერძნეთს, მოლდოვასა და სერბეთს.

Leave a Reply