ერევნის “წმინდა გრიგოლ განმანათლებლის” საავადმყოფოში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

25 სექტემბერს, ერევნის “წმინდა გრიგოლ განმანათლებლის” საავადმყოფოში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი. ინფორმაცია არმენპრესთან საუბრის დროს პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა.

“საგანგებო ზარი 12:05 საათზე მივიღეთ. ამჟამად პოლიციის თანამშრომლები გამომძიებელთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან. მიმდინარეობს სათანადო სამუშაოები”, – განაცხადეს პოლიციიდან.