ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა სომხეთთან სასურველ თანამშრომლობაზე ისაუბრა

16 ივლისს, პრესკონფერენციაზე სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა პიოტრ სვიტალსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი სომხეთის მყარი პარტნიორია.

“ევროკავშირი მიესალმება სომხეთში ახალი მთავრობის რეფორმებს, რომელზედაც ბრიუსელში ვიზიტის დროს დასაბუთებულად ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, თუმცა სომხური მხრიდან კონკრეტული მოსაზრებები გვაინტერესებს ევროკაშირის მხარდაჭერასთან დაკავშირებით”.

ელჩმა განმარტა, რომ ევროკავშირის მოსალოდნელი მხარდაჭერა, ძირითადად, ინსტიტუციონალური, ტექნიკური და ფინანსური სახით იქნება. სვეტიკის თქმით, კვირის ბოლოს სომხეთს ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე, კატარინა მატერნოვა ეწვევა. იგი შეხვედრებს გამართავს მინისტრებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

Leave a Reply