Human Rights Watch: აზერბაიჯანი კასეტურ საბრძოლო მასალებს იყენებს

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch (HRW)-მა დღეს განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის სამოქალაქო დასახლებების წინააღმდეგ  აკრძალულ კასეტურ საბრძოლო მასალებს იყენებს.

2020 წლის ოქტომბერში HRW ექსპერტებმა მთიან ყარაბაღში კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების ოთხი შემთხვევა დააფიქსირეს.

HRW ვებგვერდზე მოცემულია აზერბაიჯანის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის შემთხვევები.