იტალიის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის მიწვევით, 30 ივლისს იტალიის პრეზიდენტი სერჯიო მატარელა ოფიციალური ვიზიტით ერევანს ეწვევა. ამის შესახებ 16 ივლისს ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა ტიგრან ბალაიანმა განაცხადა.

ბალაიანის თქმით, პრეზიდენტი მატარელა სომხეთის უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდება. ეს იტალიიდან, სომხეთში, პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი იქნება.

Leave a Reply