კარენ კარაპეტიანი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ამჟამად პრემიერ-მინისტრის პირველმა  მოადგილემ კარენ კარაპეტიანმა, დღეს განაცხადა, რომ იგი გენერალურ პროკურორს მიმართავს შუამდგომლობით პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ ლიდერს ნიკოლ ფაშნიანს დეპუტატის იმუნიტეტი გაუუქმდეს. მან ასევე დასძინა, რომ იგი აპირებს ფაშნიანს შეხვდეს.

“მივდივარ იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ ეს საქმე. 24  აპრილი სომხების გენოციდის ხსენების დღეა და მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ხალხისთვის” , – განაცხადა კარენ კარაპეტიანმა.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმაც დღეს განაცხადა, რომ ძალიან შეშფოთებულია ნიკოლ ფაშინიანის გაუჩინარებით.

mediamax.am

 

Leave a Reply