მოსკოვის “შერემეტოვოს” აეროპორტში თვითმფრინავი სომხეთის მოქალაქეს დაეჯახა

რამდენიმე დღის წინ მოსკოვის “შერემეტოვოს” აეროპორტში, ეკიპაჟის განცხადებით  მოსკოვიდან ათენის მიმართულებით მფრინავი თვითმფრინავი სავარაუდოდ, ცხოველს დაეჯახა, თუმცა თვითმფრინავში საგანგაშო სიგნალი არ ჩაირთო, ამიტომ ფრეანა არ შეჩერებულა.

შემთხვევის ადგილას აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ გარდაცვლილი არა ცხოველი, არამედ ადამიანია.

სააგენტო Interfax-ის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ადამიანისაფრენ ბილიკზე, სადაც  მხოლოდ აეროპორტის თანამშრომლებს აქვთ წვდომა და სხვა მოქალაქეებისთვის შესვლა აკრძალულია.

სააგენტო აცხადებს ასევე, რომ გარდაცვლილი სომხეთის მოქალაქეა, რომელიც ესპანეთიდან იყო გამოძევებული და მოსკოვიდან სომხეთში მიფრინავდა. მადრიდიდან მოსკოვის მიმართულებით თვითმფრინავში მისი არაადეკვატური ქცევის გამო ეკიპაჟი იძულებული გახდა უსაფრთხოების სამსახური გამოეძახა.

მოგვიანებით კი აღნიშნული პიროვნების ცხედარი ფრენის არეალში იპოვეს.