ნიკოლ ფაშინიანი შვეცარიის ქალაქ ციურიხში ბიზნესმენებს შეხვდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრi ნიკოლ ფაშინიანი , შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას ციურიხში ბიზნესმენების ჯგუფს შეხვდა. შეხვედრის განმავლობაში სომხეთში სხვადასხვა საინვესტიციო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეეს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა შვეიცარია-სომხეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტ მაიქ ბარონიანთან ერთად სომხეთში ფარმაცევტულ სფეროში საინვესტიციო პროგრამის გაფართოების საკითხები განიხილა.

მაიკ ბარონიანმა პრემიერ მინისტრს წარუდგინა სხვა საინვესტიციო პროექტებიც, რომლებიც დაკავშირებულია ენერგიის წარმოებასა და სპილენძის თანამედროვე ტექნოლოგიებით გადამუშავებსთან. მაიქ ბარონიანმა აღნიშნა, რომ ამჟამად მათი კომპანიის ერევნის ფილიალი უკვე ხნედლეულის გადამუშავებაშია ჩართული სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის თქმით , მათი მიზანია ასევე სომხეთში მედიცინის წარმოებისა და ექსპორტის ორგანიზება.

შვეიცარიელმა ბიზნესმენმა ჰანს შვეიკარდმა ნიკოლ ფაშინიანს მზის ენერგიის წარმოების მსხვილი საინვესტიციო პროექტი წარუდგინა.

ნიკოლ ფაშანიანმა ასევე ვარდან სრმაქეშთან ერთად “ძველი ერევნის” პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.მან მკაფიოდ აღნიშნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მაქსიმალური ზრუნვის აუცილებლობა.