საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა სომეხ კოლეგას წერილი მისწერა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 24 აპრილს სომეხ კოლეგას, არმენ სარგსიანს სომხების გენოციდის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა.

“ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვიხსენებთ 1915 წლის 24 აპრილს,  კონსტანტინოპოლში 600 სომეხი ინტელექტუალის მკვლელობას, რაც მე-20 საუკუნის პირველი გენოციდი იყო. ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება დაღუპული მამაკაცები, ქალები და ყმაწვილები,  რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გადასახლებაში, შიმშილსა და სხვა რთულ სიტუაცებში დაასრულეს. ისევე როგორც დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა,  საფრანგეთმა ჯერ კიდევ 1915 წლის 25 მაისს გენოციდი აღიარა, როგორც კაცობრიობის წიააღმდეგ დანაშაული. გენოციდის მსხვერპლების ხსოვნის პატივისცემა თითოეულ ჩვენგანს ეხება. სომხების გენოციდის ხსოვნის 103-ე წლისთავზე თქვენ და თქვენს ხალხს თანაგრძნობას გიცხადებთ” , – აღნიშნულია საფრანგეთის პრეზიდენტის წერილში.

Leave a Reply