სერჟ თანკიანი “უარყავი სერჟი” საპროტესტო აქციის შესახებ პოსტს აქვეყნებს

System of a Down-ის სოლისტი სერჟ თანკიანი ფეისბუქის გვერდზე ერევანში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პოსტს აქვეყნებს. 

“საპროტესტო აქცია პარლამენტის ერთადერთი ოპოზიციური  “ელქ” ალიანსის ინიციატივით დაიწყო, რომელმაც  გადაწყვიტა ქუჩის საპროტესტო აქციებით წიააღმდეგობა გაუწიონს სერჟ სარგსიანს. სომხეთში სამთავრობო სისტემასა და საზოგადოებას შორის ურთიერთშეთანხმება დიდია ხანია დარღვეულია. არჩევნები მოსყიდვად გადაიქცა, ხმა 20 დოლარად იყიდებოდა. ვაფასებ იმ ფაქტს, რომ აქცია მშვიდობიანი გზით მიმდინარეობს, რადგან ისედაც დაცლილმა სომხეთმა სისხლისღვრა არ უნდა დაუშვას. ხოლო ქვეყანა თავის ერთიან ძალას არ დააფასებს, სანამ მოქალაქეები  მასობრივი გაფიცვას არ გამოაცხადებენ მათი უფლებების და ღირსების დასაცავად. ანალოგიური სიტუაცია იყო ყარაბაღის ომის დროს, როდესაც ხალხი მათთვის წინასწარ განზრახული ბედს დაუპირისპირდა და საზოგადოებამ განაცხადა, რომ არ აპირებს ჩართული იყოს სხვა ქვეყნების ბინძურ საქმებში და ფერად რევოლუციებში და მიმართეს ყველას, რომ საზოგადოებამ უარი თქავას კორუპციასა და ძარცვაზე. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ჰგავს ჯადოსნობს, როდესაც მასში საზოგადოების დიდი ნაწილი მონაწილეობს. ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია. ჩემი გული და სიყვარული ყველასთან ერთადაა, ვინც იბრძვის  წარმატებული მომავლისათვის,” – განაცხადა ცნობილმა მომღერალმა სერჟ თანკიანმა.

Leave a Reply