სომხეთი უახლოეს ორ წელიწადში ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციას უხელმძღვანელებს

სომხეთი უახლოეს ორ წელიწადში ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციას უხელმძღვანელებს.

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტობა მადაგასკარმა სომხეთს გადასცა. ამის შესახებ ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში პლენარული სხდომაზე მადაგასკარის სენატის პრეზიდენტმა რივო რაკოტოვაომ განაცხადა.