თვალსაზრისების სერია: რიმა მარანგოზიანი

პროექტის, “თვალსაზრისების სერია – ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა შრომით პრაქტიკებზე„ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “კავშირი ფრეია”, “ალიქ მედია ჯორჯიასთან” პარტნიორობითა და “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით,  წარმოგიდგენთ სტატების სერიას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების შრომითი გამოცდილებების შესახებ. ჩვენი მოსაუბრე გახლავთ “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)”-ს მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მაგისტრატურის სტუდენტი რიმა მარანგოზიანი.

როგორ გამოიყურება თქვენს მიერ განვლილი გზა უმაღლეს სასწავლებლამდე? რა ეტაპები გაიარეთ პროფესიის არჩევამდე?

ქართული ენის სწავლა,ჯერ კიდევ, სკოლაში დავიწყე. ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა და გარდა ამისა, დამატებით გაკვეთილებზეც დავდიოდი. თუმცა, ისე მოხდა, რომ ერთი წელი საქართველოში არ ვიყავი და  დაბრუნების შემდგომ აღმოვაჩინე,რომ  ქართული ენა დავიწებული მქონდა. ამიტომ,  მომიწია ყველაფრის თავიდან გამეორება.  შემდეგ კი უნივერსიტეტში წარმატებით ჩავაბარე “1+4” პროგრამით.

გქონიათ თუ არა ხელისშემშლელი ფაქტორი უნივერსიტეტში ჩაბარებისას ? (ოჯახის წევრების მიერ ან სხვა გარემოება – ტრადიციები).

აღვნიშნავ, რომ თავიდან სწავლის გაგრძელება სომხეთში – ერევანში მინდოდა, რადგან მანამდე, როდესაც ამერიკაში ვიყავი და ინგლისური არ ვიცოდი, ბევრი სირთულეების გავლა მომიწია, ამიტომ, “გაქცევა” მინდოდა, რომ ხელახლა არ დამჭირვებოდა ენობრივი ბარიერის  გამო სირთულეების გადალახვა, ერევანში კი ჩემს მშობლიურ ენაზე გავაგრძელებდი სწავლას.

თუმცა, მაგ პერიოდისთვის ჩემი უფროსი ძმა უკვე სტუდენტი იყო – თბილისში. და ჩემს წინაშე ასეთი არჩევანი დადგა – ან თბილისში გავაგრძელებდი სწავლას, ან – არსად. ჩემი მშობლებიც თანახმა იყვნენ, რომ აუცილებლად ჩემს ძმასთან ერთად უნდა დავრჩენილიყავი.

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

ძალიან შემთხვევითი არჩევანი მქონდა: თავიდან მინდოდა ენების სწავლა – ლინგვისტიკა, თუმცა როდესაც თსუ-ში დავასრულე “1+4” ერთწლიანი პროგრამა, სადაც ქართულ ენას ვსწავლობდით და ავიღე პროფესიების სია, რათა ამერიჩია ის პროფესია, რაც მინდოდა, აღმოჩნდა რომ ამ უნივერსიტეტში ეგ ფაკულტეტი არ არის. ფილოლოგია კი არის, თუმცა მე არ მინდოდა. 

დავხუჭე თვალები, ავიღე პროფესიების ჩამონათვალი ფურცელი და კალამი და დახუჭული თვალებით ავირჩიე ერთ-ერთი პროფესია, აღმოჩნდა – ჟურნალისტიკა. თუმცა ისე ვიყავი განწყობილი, რომ მაინც ერთი სემესტრი უნდა მესწავლა და შემდეგ გადავალ სხვა უნივერსიტეტში. 

პირველი სემესტრის ბოლოს, ჩემი ნაცნობის რჩევით ტელევიზიაში მუშაობისთვის მივმართე. დავიწყე მუშაობა საზოგადოებრივ მაუწყებელში “მრავალფეროვანი საქართველო” პროგრამით. ექვსი თვე ვიმუშავე ამ პროგრამის საშულებით ტელევიზიაში, საქართველოში მცხოვრებ, ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებთან. აქედანაც დაიწყო ჩემი, როგორც ჟურნალისტის კარიერა და სხვა მიმართულებაზე სწავლის გაგრძელებაზე აღარც მიფიქრია, რადგან ძალიან შემიყვარდა ჟურნალისტიკა.

რომელ სექტორში გიმუშავიათ – კერძო, საჯარო ან სახელმწიფო ? 

საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდეგ მიმუშავია სხვადასხვა კერძო და საჯარო უწყებებში, ძირითადად კი ჟურნალისტიკის მიმართულებით, მათ შორის “ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი – JNEWS”-თვის, “Aliq Media”-ში და ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში.

რა ბარიერების გადალახვა მოგიწიათ სწავლაში ან სამსახურში?

ძალიან კარგად მახსოვს პირველი კურსის პირველი ლექცია: მოსამზადებელ კურსზე სანამ სწავლას დავიწყებდით, ჯერ გავიარეთ ტესტიერება, რათა შეემოწმებინათ ჩვენი ქართული ენის ცოდა და შესაბამისად ჯგუფებად დაგვყვეს. მე სპეციალურად ცუდად დავწერე ეს ტესტი, რათა ჩემს მეგობრებთან  ერთად მოვხვედრილიყავი  ჯგუფში.  ამან განაპირობა ის, რომ ქართულ ენაში მოსამზადებელ კურსზე ბევრად ვერ გავაუმჯობესე ჩემი ქართული ენის ცოდნა. ხოლო, უკვე პირველ კურსზე – ჟურნალისტიკაზე, როდესაც გვქონდა პირველი ლექცია, ლექტორი საუბრობდა ძალიან სწრაფი ტემპით და დაბალი ხმით, მე კი ვერ ვიგებდი მის საუბარს და ამეტირა კიდეც. ვფიქრობდი, სად მოვხვდი, მე ხომ არ მინდოდა საქართველოში სწავლა, მე არ ვიცი ეს ენა და რომ სულ ჩემი ძმის ბრალია… ვერ ვიგებდი, რას საუბრობდა  ლექტორი, რა დავალებას გვაძლევდა  და ა.შ.

ექვს საგანს ვსწავლობდი ერთ სემესტრში და ექვსივე საგანში მსგავსი სიტუაცია მქონდა პირველ სემესტრში. თუმცა, ნელ-ნელა შევეჩვიე, დავიწყე სწავლა, საქმე გამიადვილდა, როდესაც შევიძინე ქართველი მეგობრები, რომლებიც მეხმარებოდნენ. მსგავსი სიტუაცია მქონდა ასევე, როდესაც მუშაობა დავიწყე საზმაუ-ში, რადგან იქაც მიუხედავად იმისა,რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან ვმუშაობდი, ისინი ჩემზე  უკეთ ფლობდნენ ქართულ ენას და ისევ  გასაჭირში აღმოვჩნდი, რომ  მე ეს ენა (ქართული)  არ ვიცი.

სწავლაში ასევე პრობლემა იყო, რომ მეშინოდა ხმა ამომეღო, რადგან დარწმუნებული არ ვიყავი ჩემს თავში (ენის ცოდნის კუთხით). მომზადებული და ნასწავლიც, რომ მივდიოდი, ხელს მაინც ვერ ვიწევდი სემინარის ჩასაბარებლად,  მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ეს ენა.

რას გაძლევთ ის, რომ წარმოადგენთ ეთნიკური უმცირესობას ? (უარყოფითი რა, დადებითი რა) და გიგრძვნიათ თუ არა რაიმე სახით დისკრიმინაცია, თქვენი ეთნიკური წარმომავლობის გამო სამსახურში?

საბედნიეროდ ბევრი ისეთი შემთხვევა არაა, როდესაც თავი დისკრიმინირებულად მიგვრძნია ჩემი ეთნიკური წარმომავლებლობის გამო, თუმცა მახსენდება ისეთი შემთხვევა, როდესაც საზმაუ-ს რადიოში ვიყავით დაპატიჟებილი ჩვენი “მრავალფეროვანი საქართველოს” პროექტის წარსადგენად, და რადიოში ზარები შემოდიოდა, ადამაინები კითხვებს გვისმავდნენ. რადიოში ერთმაქალმა დარეკა და ლანძღვა დაიწყო – “სომხებო, წადით თქვენს სომხეთშიო, აბა სომხეთში როტომ არ არის ქართული რადიო, საქართველოში ამათ ენაზე რატომ უნდა იყოს რადიოო… ”. დღემდე მახსოვს ის სიტყვები და იმ ქალის ტონი, როგორც საუბრობდა. 

უარყოფითი გამოცდილებაა ასევე, რომ რამდენადაც ინტეგრირებული არ უნდა ვიყო, მაინც სადაც მივდივარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უცხო ვარ. ერთის მხვრივ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ საქართველოც და სომხეთიც ორივე ჩემია, და მეორე მხვრივ, ორივეგან შეგრძნება მაქვს, რომ უცხო ვარ. დადებით ბევრ რამეზე შეიძლება ვისაუბრო. მაგალითად, ის რომ მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა, გვაქვს თანაბარი უფლებები, შესაძლებლობები, თუნდაც ის, რომ ჩვენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვაბარებთ მხოლოდ ერთი საგნის გამოცდის ჩაბარებით, ხოლო ქართულენოვან სკოლა დამთავრებული აბიტურენტებისთვის ეს შესაძლებლობა არ არის. ამას შეიძლება ვუწოდოთ პოზიტიური დისკრიმინაცია. 

თქვენი აზრით (გამოცდილებით) რა ბარიერებს აწყდებიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები შრომით ურთიერთობებში?

როგორც ქალი თანამშრომელი, არ მახსენდება, რომ სამსახურებრივ გარემოში ბარიერები მქონოდეს. მახსენდება ერთი შემთხვევა, ეს იყო შარშან, როდესაც ნინოწმინდის, ახალქალაქის და წალკის მუნიციპალიტეტებში ფოკუს ჯგუფს ვატარებდით საჯარო მოხელეებთან, და მე ასეთი კითხვა მქონდა – “ რა ბარიერები გაქვთ, როგორც ქალ თანამშრომელს?” უმეტესობას ჰქონდა ისეთი პასუხი, რომ ჩვენთან არის მხოლოდ პოზიტიური დისკრიმინაცია, ანუ “მამაკაცები პატივს სცემენ ქალბატონებსო”, ადგილს უთმობენ, კარს უღებენ, ქალის თანდასწრებით უხეშ სიტყვებს არ იყენებენ და ა.შ. და ამას გვიყვებოდნენ როგორც კარგი გამოცდილება.