ევროკავშირის განცხადება სომხეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

სომხეთში ევროკავშირის დელეგაცამ და წევრი ქვეყნების საელჩოებმა გუშინ საღამოს სომხეთში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი აქტიურად აკვირდება ერევანსა და სომხეთის სხვა ქალაქებში განვითარებულ მოვლენებს. ასევე, კანონის თანახმად, მოქალაქეებს აქვთ მშვიდობიანი აქციების ჩატარების უფლება. სახელმწიფო ორგანოებს ევალებათ უსაფრთხოებისა დაცვის უზრუნველყოფა კანონის შესაბამისი მექანიზმების გამოყენებით. ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს პროცესში ჩართული ყველა მხარეს პასუხისმგებლობისა და თავშეკავების შენარჩუნებისკენ.

“ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა სახელმწიფო სტრუქტურებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შეუწყოს სომხეთში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას მოქალაქეთა მხარდასაჭერად “, – ნათქვამია განცხადებაში.

 

Leave a Reply