ლაიფციგის უნივერსიტეტში სომხეთის ელჩმა გერმანიაში ლექცია ჩაატარა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 22 მაისს გერმანიაში სომხეთის ელჩმა აშოტ სმბატიანმა ლაიფციგის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე “მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი”.

ელჩმა ლექცია ლაიბნიცის ინსტიტუტის მოწვევით აღმოსავლეთ ევროპის ისტორიისა და კულტურის ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებებისათვის ჩაატარა.

ელჩმა სტუდენტებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ქრონოლოგია გააცნო და მოუყვა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მინსკის ჯგუფის მნიშვნელობაზე კონფლიქტის მოგვარებაში. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი და მოლაპარაკებებში მთიანი ყარაბაღის ჩართულობა პრობლემის მოგვარებისათვის აუცილებელია.

armenpress.com

Leave a Reply