მიკაელ ჟანი: სომხეთის მიწა შეიძლება გახდეს ახალგაზრდობის სიმბოლო და იმედი

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მიკაელ ჟანმა ერევანში მე-17 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სომხეთის მიწა შეიძლება გახდეს ახალგაზრდობის სიმბოლო და იმედი.

მიკაელ ჟანმა განაცხადა, რომ სომხეთის მიწაზე  ყველაფერი გავალდებულებს, რომ გაიხსენო და აღნიშნო, და დაამატა, რომ სომხეთი დღესდღეობით მდიდარია თავისი დიასპორით, რომელიც მთელს მსოფლიოშია გაფანტული. მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცნობილი შანსონიე შარლ აზნავურიც ამ დიასპორას წარმომადგენელი იყო.

“დღეს სომხეთში იმყოფება ფრანკოფონიის სამყარო მსოფლიოს 5 კონტინენტიდან. აქ ყოფნა  ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა. სომხეთის მიწაზე ყველაფერი გვაიძულებს გავიხსენოთ და ამავე დროს, ფხიზლად ვიყოთ” , – განაცხადა ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.