სომხეთის პრეზიდენტი ეროვნული კრების თავმჯდომარეს შეხვდა

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი 28 აგვისტოს,  ეროვნული კრების თავმჯდომარეს არა ბაბლოიანს შეხვდა. ეროვნული ასამბლეის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებით,  შეხვედის ინიციატივა კრების თავმჯდომარეს ეკუთვნოდა, რათა პრეზიდენტთან განეხილა ქვეყნის შიდა პოლიტიკური მოვლენები.

მხარეებმა განაცხადეს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის ყველა ნაბიჯი გადადგმული უნდა იყოს დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად პოლიტიკური დიალოგის, მოლაპარაკებისა და განხილვების გზით.

Leave a Reply