სერჟ სარქსიანიანმა ეუთოს წევრ ქვეყნების ელჩებს შეხვდა

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა, მთიან ყარაბაღში ე.წ. „შეხების ხაზზე“ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით,  დღეს შეხვედრა გამართა  ეუთოს წევრი ქვეყნების ელჩებთან. საუბარი შეეხებოდა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ძიებას, ამასთან, მან ელჩებს  არსებული   ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასა და საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ინფორმაციით,    სერჟ სარქსიანმა ელჩებს, უპირველესად, მადლობა გადაუხადა  მოწვევაზე სწრაფი რეაგირებისათვის . სომხეთის პრეზიდენტის თქმით, —

“ორ აპრილს, გამთენიისას , 3 საათზე    აზერბაიჯანულმა მხარემ ,წინასწარ დაგეგმილი სცენარით , უპრეცედენტო  პროვოკაცია განახორციელა.  მთიანი ყარაბაღის „შეხების ხაზის“ მთელს სიგრძეზე ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო, გამოიყენეს  სამხედრო ძალის სრული კომპლექსი, მათ შორის  ჯავშანტექნიკა, მძიმე არტილერია და საჰაერო ძალები.

მოქმედებების პირველ საათებიდან, მოწინააღმდეგის სამიზნე ჯგუფები გახდნენ  სამოქალაქო პირები.  სკოლის ეზოში დაიღუპნენ და მძიმედ დაშავდნენ ბავშვები. საცხოვრებელ ბინებში სასტიკად არიან დახოცილები მშვიდობიანი მოსახლეები, მათ შორის 92 წლის მოხუცი.და ეს ყველაფერი განახორციელა ეგრეთ წოდებულმა აზერბაიჯანის სადივერსიო სადაზვერვო ჯგუფმა, რადგან  აზერბაიჯანის  სამხედრო ძალები არცერთ დასახლებულ  პუნქტში არ შესულან.მართალია, ეს ჯგუფი,  ჩადენილის შემდეგ, განადგურებულია, მაგრამ ფაქტი სახეზეა.

მომხდარის  ამსახველი  კადრები გუშინ გამოქვეყნდა  პრესაში. შეხედეთ   კადრებს  და შეეცადეთ ,დააკავშიროთ მომხდარი „ტოლერანტობის კუნძულ აზერბაიჯანის“ შემადგენლობაში  ყარაბაღის მოსახლეობის უფლებების დაცვის შესახებ, მეზობელი ქვეყნის ლიდერის  პერიოდულად გაჟღერებულ სიტყვებთან.

მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ჯარის დროული და პროფესიონალური მოქმედების  შედეგად , შესაძლებელი გახადა სიტუაცია კონტროლს დაქვემდებარებოდა. მსგავსი მასშტაბის მოქმედებები  არ დაფიქსირებულა 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის  შემდეგ.სარაკეტო დანადგარებისა და  საარტილერიო იარაღის გამოყენებით, აზერბაიჯანი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლების სამიზნე ჯგუფად ქცევას.ეგრეთ წოდებული „ცალმხრივი ცეცხლის შეჩერების“  განცხადების შემდეგ, მთიანი ყარაბაღის დასახლებული პუნქტების მიმართულებით გამოყენებულ იყო აზერბაიჯანული  არტილერია.

სომხეთის რესპუბლიკა  როგორც 1994 წლის ცეცხლის შეჩერების შეთანხმების მომხრე, გააგრძელებს  სრულყოფილად მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოვალეობების განხორციელებას.

უფრო მეტიც, მე ბრძანება მივეცი საგარეო საქმეთა სამინისტროს , იმუშაონ მთიან ყარაბაღთან სამხედრო  ურთიერთდახმარების ხელშეკრულების მომზადების მიმართულებით. აქვე უნდა ავღნიშნო, რაც არაერთხელ  გამიცხადებია, რომ თუ სამხედრო მოქმედებები  გაგრძელდება და მიიღებს ფართო მასშტაბებს, სომხეთის რესპუბლიკა სცნობს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას!

სამხედრო მოქმედებების შემდგომმა  გამწვავებამ შეიძლება  მიგვიყვანოს  არაპროგნოზირებად და  შეუქცევად შედეგებამდე,ფართაომასშტაბიან ომამდეც კი.ამას, ბუნებრივად ,ზეგავლენა ექნება არა მხოლოდ  სამხრეთ კავკასიაზე , არამედ ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზეც .აშკარაა  ,რომ  სამხედრო მოქმედებების შეჩერება და, ზოგადად ,კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა გამომდინარეობს ასევე ევროპული ქვეყნების ინტერესებიდან.ეუთო-ს  , როგორც ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიაში  საკვანძო როლის მქონე სტრუქტურას, ამ საკითხშიც  განსაკუთრებული როლი  აქვს.

სამწუხაროდ, სომხური მხარის მრავალი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანი ადრე თუ გვიან გახდება   არმენოფობიის ტყვე  , ამასთან,  თავისივე რიტორიკისა და ახალი სამხედრო თავგადასავლების წყარო გახდება,  საერთაშორისო საზოგადოება თითქმის ჩუმად იყო.

როდესაც აზერბაიჯანი დისკრედიტაციას უწევდა ეუთო-ს მინსკის თანათავჯდომარეების საქმიანობას და უარს ამბობდა სხვა მექანიზმების შექმნაზე, საერთაშორისო საზოგადოება ისევ ჩუმად იყო, და დღესაც ჩუმადაა, როდესაც აზერბაიჯანი ისევ იყენებს მძიმე  არტილერიასა და ცეცხლის ქვეშ აგდებს მშვიდობიან მოსახლეობას. სხვათა შორის  ,უნდა ვთქა ,რომ სულ რაღაც წუთების წინ, აზერბაიჯანულმა მხარემ  პირველად გამოიყენა მძიმე არტილერია, კერძოდ, „ტოს-1“.

მიუხედავად ამისა,  როდესაც მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ჯარი საპასუხო მოქმედებებს ახორციელებს თავის არმიასთან შედარებით გაცილებით  დიდ ჯართან,  მას მოუწოდებენ,- „გამოიჩინოს თავშეკავებულობა“.

მე  მაქვს სამი მესიჯი, რომელიც მინდა, თქვენს დედაქალაქებში გადასცეთ!

1 როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტის სიტყვებიდანაც ჩანს, რომ რაღაც მიზნებით, რომლებიც ჩვენთვის არ არის გასაგები,  აზერბაიჯანი პირველი წავიდა თავდასხმაზე. მათი მტკიცებით, მათ უნდოდათ მოეგვარებინათ ისეთი პრობლემები, რომლებიც მოიაზრება როგორც მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხი. რეგიონის უსაფრთხოებით დაინტერესებულ ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, რომ პასუხი  მოსთხოვონ ბაქოს  სამხედრო ქმედებების დაწყების თაობაზე.

ბოლო დროს , ბევრი განცხადება გაკეთდა  სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურისა თუ  ქვეყნების ლიდერების მიერ. საერთაშორისო საზოგადოების მიერ მშვიდობის შენარჩუნებისაკენ  მოწოდებული მესიჯები არ იქნება ეფექტური მანამ, სანამ მათ არ ჰყავთ კონკრეტული ადრესატი, რომელმაც დაიწყო სამხედრო ქმედებები.

სომხეთი და მთიანი ყარაბაღი მხარს უჭერენ იმ მოსაზრებას, რომ  დაცულ იქნას  1994 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და რომ სომხეთიც  და აზერბაიჯანიც უნდა დაბრუნდნენ 2016 წლის 1 აპრილის პოზიციებს. ეს შესაძლებელია მხოლოდ ეუთოს აქტიური ჩართვით.

2 მე ბევრჯერ მითქვამს, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად,  პირველ რიგში, უნდა აღმოიფხვრას კონფლიქტის მიზეზი,

სომხურ მხარეს, როგორც იცით, არასდროს უთქვამს უარი,  კონფლიქტის აღმოფხვრის მიზნით, ლოგიკურ ურთიერთდათმობებზე.  მაგრამ ამის შესახებ ახლა ლაპარაკი ადრეა, სანამ არსებობს ყარაბაღის კოლონიზირების საფრთხე.

  1. აზერბაიჯანის თავგასული ქცევის კიდევ ერთი გამოვლინება იყო, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის განცხადება იმაზე, რომ ვითომ, ჰუმანიტარული პოლიტიკიდან გამომდინარე , აზერბაიჯანმა ცალმხრივად შეწყვიტა საპასუხო ქმედებები“ მტრის საწინააღმდეგ“.

ამ დროისთვის, მთელი „შეხების ხაზის“ გასწვრივ საბრძოლო ქმედებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანელების მიერ დაკავებულია მხოლოდ 200-300 მეტრი სივრცე, თითო მეტრისთვის მათ დაკარგეს ერთზე მეტი ჯარისკაცი.

ახალ ე. წ. „ცეცხლის ცალმხრივ შეწყვეტაზე“ ლაპარაკი დაუშვებელია, იმიტომ,  რომ 1994 წელს ხელმოწერილი და 1995 წელს განახლებული სამმხრივი ხელშეკრულება ჯერჯერობით ძალაშია. აზერბაიჯანი, უბრალოდ , ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.

იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე ყარაბაღია, აზერბაიჯანმა უნდა დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები ყარაბაღთან. გარდა ამისა, ვფიქრობ, ცეცხლის გახსნის  თითოეული შემთხვევა უნდა გახდეს განხილვისა და სათანადო შეფასების საგანი.

და ბოლოს, ეუთოს ერთ ერთი წევრი, თურქეთი, ძალიან ხშირად რეგიონში დიდი ომის  მაპრვოცირებელ განცხადებებს ავრცელებს. აზერბაიჯანი ამაყობს თავისი „მოგებით“ თურქეთი კი ულოცავს მას. ეს მაშინ ,როდესაც საერთაშორისო საზოგადოება  აკრიტიკებს ძალის გამოყენებას მთიან ყარაბაღში. თურქეთის  პოლიტიკის შედეგად, შესაძლებელია ,კონფლიქტის ახალი კერა გაჩაღდეს. მშვიდობის დამყარების მომხრე სახელმწიფოები, ვისაც უნახავთთ თურქეთი კონფლიქტის მოდერატორის როლში ახლო აღმოსავლეთში, კარგად ესმით, რომ  დაუშველია თურქეთის მონაწილეობა  კონფლიქტის მოგვარების საქმეში.“

Թողնել պատասխան